
ბადრი ბელქანია
საერთაშორისო პოლიტიკისა და კონფლიქტების მკვლევარი
განათლება
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი (რეგიონალური მიმართულება: ახლო აღმოსავლეთი).
- კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის, ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებული.
- გლაზგოს უნივერსიტეტი (მასპინძელი უნივერსიტეტი).
- დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტი და ჩარლზის უნივერსიტეტი: საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კონფლიქტების სამაგისტრო პროგრამა.
- სან დიეგოს უნივერსიტეტის კონფლიქტების კვლევისა და მედიაციის პროგრამის კურსდამთავრებული.
აკადემიური ინტერესები
- კონფლიქტებისა და მშვიდობის საკითხები, რეგიონალური პოლიტიკა, კავკასიის კვლევები, პოსტ-საბჭოთა კვლევები, რუსეთის საგარეო პოლიტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები ომებში.
გამოცდილება
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) მუშაობდა პოლიტიკურ ანალიტიკოსად ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესწავლის მიმართულებით.
- იყო სამენოვანი ანალიტიკური პლატფორმის ქართულ-აფხაზური კონტექსტის რედაქტორი.
- მონაწილეობა მიღებული აქვს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშემწყობ არაერთ პროგრამაში, როგორც დისკუსიის წევრად, ასევე ფასილიტატორად.
- არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე სპეციალიზებული საგანმანათლებლო კომპანიის Betellgaze-ის თანადამფუძნებელი.
- მოწვეული ლექტორია ორ უნივერსიტეტში: კავკასიის უნივერსიტეტში ასწავლის კურსს „შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში“, ხოლო ევროპის უნივერსიტეტში — კურსს „საქართველოს კონფლიქტების ისტორია და ანალიზი“.
